The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე არჯევანიძე

დაბადების თარიღი:23 მაისი, 1893  (130 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა II გიმნაზია და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება.

უნივერსიტეტის უკანასკნელი კურსიდან თბილისის, თელავისა და სიღნაღის მაზრებში არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული სამუშაოების ჩასატარებლად და ყოფის დამახასიათებელი კოლექციების შესაგროვებლად მიავლინეს. საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების დღიდანვე სამეცნიერო, საზოგადოებრივ-კულტურულ დაწესებულებებში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა: პროფკავშირების სამდივნოში, 1937 წლიდან-საქართველოს სახელმწიფო ანტირელიგიურ მუზეუმში, განსახკომის პოლიტსაგანმანათლებლო სამმართველოში, სამუზეუმო-სამხარეთმცოდნეო დარგში, ხოლო 1941 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო მუზეუმში დირექტორის მოადგილედ, სწავლულ მდივნად და სხვ. სამწერლო ასპარეზზე 1928 წელს, სხვადასხვა წერილებით გამოვიდა. რუსულად თარგმნა  ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ლომოურის და სხვათა ნაწარმოებები: "სარჩობელაზედ" ("ვეჩერნი ტბილისი", 1936, №127-129, 131), "საუბარი მოხევესთან" ("ვეჩერნი ტბილისი", 1937, №122), "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი" ("ვეჩერნი ტბილისი", 1937, №111, "სოვეტსკაია აფხაზია", 1938) და სხვ. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით რუსულ გაზეთში "Молодой Стаплинец" (1941, №59) დაიბეჭდა საქართველოს სიძველეთა შესახებ წერილი "Памятник старины глубокой"; ასევე წერილი რუს პოეტ მიხეილ ლერმონტოვისა და ქართველი საზოგადო მოღვაწის-კონსტანტინე მამაცაშვილის მეგობრული ურთიერთობის შესახებ: "В горах Кавказа" (№57).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.205

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: