| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორია ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1960წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1968წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კიბოს ექსპერიმენტული ლაბორატორიის მეცნიერ– თანამშრომელი; 1968–1981წწ. ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1981 წლიდან ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სწავლული მდივანი. ავტორია 98 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს 4 საავტორო მოწმობა. ექიმი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის გავლენა გადანერგილი სიმსივნეების ზრდაზე", დაიცვა 1961 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.21 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

