The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ასათიანი

მამია ასათიანი
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 1970  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მუშაობდა ქუთაისში საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედ და სხვა. ასათიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1929 წელს. ნოველათა პირველი კრებული ("ხუთი ნოველა") - 1936 წელს. თავის მოთხრობებსა და ნოველებში ასათიანი გვიხატავს თანამედროვეთა საინტერესო სახეებს, მათ შრომას, სამშობლოსათვის თავდადებას, სიკეთისაკენ მისწრაფებას, სიყვარულს (კრებულები "მოთხრობები", 1955, 1960, 1967; "მთის ლეგენდები", 1963; "შიშველი ხმალი", 1964; "ხალდეს ყვავილები", 1966; "გელათის ქრონიკები" 1968 და სხვა). ასათიანი ავტორია მრავალი ნარკვევისა, აგრეთვე მოგონებებისა ქართველ მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა შესახებ.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.64

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: