The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ასათიანი

რუსუდან ასათიანი
დაბადების თარიღი:1953  (71 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1994-2004წწ.– სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორი; 1991-2009წწ. – აზია-აფრიკის ინსტიტუტის ლექტორი; 2009-2010წწ. – თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი; 1999-2006წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, მოწვეული პროფესორი; 2000-2005წწ. – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2000-2005წწ. – თბილისის ქართულ-გერმანული სკოლის "A-Z" პედაგოგი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული ასოცირებული მკვლევარი. ინტერესთა სფერო: ენათა ტიპოლოგია და კოგნიტიური ლინგვისტიკა, ინფორმაციის ენობრივი შეფუთვა და წინადადების საინფორმაციო სტრუქტურა, ქართველური ენების ლინგვისტური ანალიზი. ავტორია სამი მონოგრაფიისა და 70-მდე სამეცნიერო სტატიის; ასევე, ქართული ენის სახელმძღვანელოსი უცხოელებისათვის. მისი რედაქტორობით გამოიცა სხვადასხვა ხასიათის ნაშრომები, მათ შორის: Proceedings of the Fifth International Symposium – LLC, University of Amsterdam, Printed by Grafisch Centrum (2003); Г.Б. Чикоидзе, Сетевое представление морфологических процессоров, изд. "Интелект" (2005); საერთაშორისო ორენოვანი ჟურნალი "ენა, ლოგიკა, გამოთვლები" და სხვ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენის სემანტიკური სისტემის დომინანტური კატეგორიები და ქართველურ ენათა ტიპოლოგია", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.450; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.gesa-ga.org

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: