The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა აფხაიძე

შალვა აფხაიძე
სხვა სახელი:შალვა აბხაიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1894
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1968  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძუყნური, ტყიბულის რაიონი (ყოფილი ქუთაისის მაზრა).

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1913 წელს, 1917 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლიდან იყო "ცისფერყანწელთა" ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთ "მუშის" რედაქციაში, გამომცემლობაში "ტექნიკა და შორომა", იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი. მისი ნაწარმოებების შემდგომი კრებულებიდან აღსანიშნავია "ლექსები" (1949), "ერთტომეული" (1954), "გაზაფხულის მელოდიები" (1957), "გაზაფხულის განთიადები" (1963), "კრიტიკული წერილები" (1959). არის შემდეგი მონოგრაფიების ავტორი ლიტერატურისა და ხელოვნების ქართული მოღვაწეთა შესახებ ("ვერიკო ანჯაფარიძე", 1956), "სანდრო ახმეტელი"(1958),  "აკაკი ხორავა" (1962). მან შეადგინა "აფხაზური პოეზიის ანთოლოგია" (1957), თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.258; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.44; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.683-689

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: