The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბარათაშვილი

ვახტანგ ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 2006  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

1933 წელს დაამთავრა სკოლა და ქ. ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი) საინჟინრო საზღვაო ფლოტის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. სტუდენტობის დროს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის მეტროს პირველ მშენებლობაში. 1936 წელს დაბრუნდა ლენინგრადში და სწავლა გაგრძელა ინსტიტუტში. 1941 წელს დაამთავრა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი ინჟინერ ნაოსნის წოდებით, შემდეგში შორეული ნაოსნობის კაპიტნის დიპლომი.

მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომის რიგ სამხედრო ოპერაციებში. იგი შტურმანის მოწაფიდან დაწყებული აღწევს ყველაზე მაღალ ჩინს. თავდაპირველად იყო შტურმანის მოწაფე, შემდეგ მატროსი, კაპიტნის თანაშემწე, კაპიტანი, კაპიტან-დირექტორი, ექსპედიციის ხელმძღვანელი, ფლაგმანის კაპიტანი. სხვადასხვა ნავსადგურებში მონაწილეობას ღებულობდა გემების მიღებასა და გადაყვანაში. შემოიარა ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკის მრავალი ქვეყანა, გაკვალა ყინულოვანი ოკეანე. 1961 წელს მისი ხელმძღვანელობით, პირველად საზღვაო პრაქტიკაში, ლენინგრადიდან ვლადივოსტოკამდე გაატარა ნავსაკეთებელი (დოკი) N5; 1964 წელს კი ისევ ლენინგრადიდან ჰავანაში ატლანტის ოკეანის გადაკვეთით გაატარა ნავსაკეთებელი N15. მან მიიღო და გადაიყვანა 85 გემი, საიდანაც საზღვარგარეთზე მოდის 60 გემი - გერმანიაში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, ინგლისში, ფინეთში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. იყო ხუთივე კონტინენტზე 66 ქვეყანაში, 109 პორტში, 42 კუნძულზე, არაერთხელ გადაუსერია ოთხივე ოკეანე, 36 ზღვა, 15 ყურე, 25 სრუტე და ოთხივე არხი. 1967 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო გაერთიანება "საქთევზმრეწვში" მთავარი კაპიტნისა და ფლოტის განყოფილებების უფროსის თანამდებობაზე, სადაც 1980 წლამდე მუშაობდა. მთელი თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა და გამოაქვეყნა ათეულობით წიგნში, სადაც აღწერილია ერთმანეთისაგან განსხვავებული ქვეყნების ბუნება, ეკონომიკა, ხალხთა ზნე-ჩვეულებები, კულტურა. მისი პირველი წიგნი ჯერ კიდევ 1951 წელს დაიბეჭდა მოსკოვ-ლენინგრადში. განსაკუთრებით აღსანიშნავია პეკინში ჩინურ ენაზე მილიონიანი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნი "დედამიწის გარშემო". აღსანიშნავია "ჰავაის ბულბული", რომელიც რამდენჯერმე დაიბეჭდა სხვადასხვა ენაზე. წიგნში საოცარი ფერებით არის აღწერილი ჰავაის კუნძულების ეგზოტიკური ბუნება, ასახულია ჰავაელი ხალხის ცხოვრება. გარდა ამისა მის კალამს ეკუთვნის 600-ზე მეტი საგაზეთო და საჟურნალო წერილი მსოფლიოს მრავალ გამოცემებში სხვადასხვა ენაზე. წერილებში საინტერესოდ არის მოთხრობილი მოგზაურის შთაბეჭდილებები დედამიწის ირგვლივ. მეცნიერული ნაშრომებიდან აღსანიშნავია "საზღვაო ტერმინოლოგია" რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული განმარტებებით (ათიათასი ტერმინი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.35-36; პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: