The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა ბარათაშვილი

მარიკა ბარათაშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1908
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 2008  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერევი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს.

1965-1991წწ. მუშაობდა ჟურნალ "საქართველოს ქალის" რედაქტორად. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული - 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა მ. ბარათაშვილის პიესამ "ჭრიჭინა" (დაიდგა 1950 წელს, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი "ჭრიჭინა." აღსანიშნავია მ. ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: "ლექსები" (1948), "საპოვნელა" (1958), "დღე დღევანდელი" (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები: "ნანული" (1941), "სოფელა, თინა და ჭიანჭველები" (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები "ჩემი ყვავილეთი", "სართულები", "მაღალი ოცნება", "რატომ?", "სიყვარულის წისქვილი", "ჩქარი მატარებელი" და სხვ. 1990 წელს მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.352; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.367; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.47

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მშვიდობის კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სსრ IV მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს ქალთა კომიტეტი, წევრი
  • სსრკ ქალთა კომიტეტი, წევრი
  • ქალთა რესპუბლიკური საბჭო, წევრი
  • ჰელსინკის (ფინეთი) მსოფლიოს ქალთა საერთაშორისო კონგრესი, მონაწილე (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: