The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგარიტა ბარათაშვილი

ოფიციალური სახელი:მარგარიტა ანდერსენი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1893
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 1987  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კოპენჰაგენი, დანია.

1915 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. 1920 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1937 წელს მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო პარიზსა და მოსკოვში. 1974–1982წწ. მონაწილეობდა უცხოეთში გამართული ხალხური შემოქმედების ოსტატთა გამოფენებში. იგი ქმნიდა სამოსის დეკორატიული მორთულობის ნიმუშებს. შეისწავლა ქართული ხალხური შემოქმედების ერთ–ერთი მიმართულება, მთიელთა ხელსაქმე. გამოცემულია მისი საუკეთესო ნამუშევრების ორი ალბომი(1976, 1986). მხატვრული ხელსაქმის ოსტატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.352


გააზიარე: