The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სარა ბარნაველი

სარა ბარნაველი
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 1984  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1925 წელს.

1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში; 1972–1984  წლებში იყო მცირე ხელოვნებათა გამყოფილების გამგე; სწავლობდა ისტორიულ საბუთებსა და წერილობით წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. მზითვის წიგნებს, როგორც მატერიალური კულტურის ამსახველ ძეგლებს. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ–გლიპტიკა. მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძველი საბუთები. ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.359

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: