The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბასარია

რევაზ ბასარია
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2021  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტი 1956 წელს; სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი  პარტიული სკოლა - 1968 წელს.

1957-1959წწ. - სსრკ სახელმწიფო ბანკის სისტემა; 1959-1966წწ.  და 1968-1976წწ. – საქართველოს კპ ცკ-ში საქმეთა მმართველობის ინსტრუქტორ-კონტროლიორი, ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1976-1991წწ. - რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი; 1996-2005წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და დირექტორი; 2005-2019წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი  ნაშრომი, 3 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. მისი კვლევის ობიექტია ეკონომიკური თეორიის, გადასახადების, სტატისტიკის თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის პრობლემები. პირველად საქართველოს რეალობაში მან ფართოდ გამოიკვლია საბჭოური ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მონოპოლიზმი, საზოგადოებრივი მენტალიტეტი და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა, მესაკუთრეული პასუხისმგებლობა და სახელმწიფო საკუთრება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ორჯერ იყო არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.518-519; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sou.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა შორის მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: