The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბაციკაძე

იოსებ ბაციკაძე
დაბადების თარიღი:1947  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს

1970 წლიდან მუშაობს და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ ინივერსიტეტში; 2011 წლიდან საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია; მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის; არის 100-მდე სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფიისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში, მოპოვებული აქვს რამდენიმე გრანტი. პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სპეციალობებზე საინჟინრო გრაფიკის სწავლების ახალი მეთოდიკა და მისი განხორციელების გზები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ჩვენი იუბილარები : იოსებ ბაციკაძე - 75 // საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მოამბე = Вестник Академии Образовательных Наук Грузии = Newsletters of Academy of Educational Sciences of Georgia.- თბილისი, 2022.- N 21.- გვ. 141

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: