The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ბეთანელი

არჩილ ბეთანელი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 2018  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1948 წელს.

1951–1967წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1972 წლიდან იყო მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკური საპროექტო და სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1974 წლიდან ავტომატიკისა და ჰიდრავლიკური ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი; 1977–1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის გამგე, 1992 წლიდან კი ამავე კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მიმართულებები იყო: საფრენი აპარატების დაპროექტების და წარმოების ტექნილოგიის მეთოდოლოგიები; შექმნა მჭრელი იარაღის მყიფე სიმტკიცის გაანგარიშების თეორია და მისი განსაზღვრის დაჩქარებული ექსპერიმენტული მეთოდი; მისი ხელმძრვანელობით და მონაწილეობით შემუშავებულია საფრენი აპარატის დეტალების ზედაპირული განმტკიცებისა და ურღვევი კონტროლის მეთოდები; მიიღო მონაწილეობა ქართული საავიაციო ტერმინოლოგიის შექმნაში. მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971). მიღებული აქვს: მ. იანგელის, იური გაგარინის სახელობის, ს. კოროლიოვის, კ. ციოლკოვსკის სახელობისა და მ. კელდიშის სახელობის მედლები, საბჭოთა კავშირის გამომგონებლის წოდება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.390; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.187; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.126

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს კოლეგია, წევრი (1967-)
  • რუსეთის კოსმონავტიკის ფედერაციის პრეზიდიუმის ბიურო, წევრი
  • საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სამეცნიერო–ტექნიკური საბჭო, თავმჯდომარე (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: