The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ბერიაშვილი

ლეილა ბერიაშვილი
დაბადების თარიღი:1937  (87 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგის სპეციალობით.

1972 – 2006 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განხრით. ლეილა ბერიაშვილი საგამომცემლო საქმითაა დაკავებული, ქაჩხაძის გამომცემლობის დაფუძნების დღიდან მრავალი წიგნის რედაქტორია და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგამომცემლო პოლიტიკის განსაზღვრაში. 2009 წელს გამოიცა ლეილა ბერიაშვილის  მიერ ადაპტირებული წიგნი "სულხან-საბას იგავები", ხოლო 2013 წელს - "საბავშვო ვეფხისტყაოსანი".

წყარო: karchkhadze.ge

ბიბლიოგრაფია

  • საბავშვო ვეფხისტყაოსანი (შემდგენელი). - თბილისი, გია ქარჩხაძის გამ-ბა, 2013. - 192გვ.. - ISBN: 978-99940-34-86-4
  • სულხან-საბას იგავები (შემდგენელი). - თბილისი, გია ქარჩხაძის გამ-ბა, 2009. - 75გვ.. - ISBN: 978-99940-34-27-7
  • მითოლოგია : ძველი საბერძნეთის ღმერთები, გმირები და ურჩხულები (რედაქტორი). - თბილისი, გია ქარჩხაძის გამ-ბა, 2008. - 28გვ.. - ISBN: 978-99940-34-71-0
  • ალი ბაბა (შემდგენელი). - თბილისი, დიოგენე, 2002. - 9გვ.

გააზიარე: