The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბერიძე

დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1975  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩენჩხა, ახალქალაქის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს 

1942-1943 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ქილდის არასრული საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1943 წლის 16 მაისიდან გაიწვიეს წითელ არმიაში და იბრძოდა კურსკის მისადგომებთან;  მონაწილეობდა ქ. პრაღის განთავისუფლებაში, 1947 წლის მაისამდე იმსახურა საბჭოთა არმიაში; დემობილიზებულმა 1952 წელს დაინიშნა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1961 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და მუშაობდა თბილისის ელმავალსამშენებლო ქარხანაში; 1970 წლიდან დანიშნეს ქართული ენის მასწავლებლად თბილისის 148-ე რუსულ საშუალო სკოლაში; 1972 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და განაგრძო მუშაობა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ სამეცნიერო ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თაჩამშრომლის თანამდებობაზე; იგი არის 30-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის რამდენიმე სქელტანიანი მონოგრაფიისა. გრ. ბერიძემ ომისა და შრომის ფრონტებზე დაჯილდოვდა მრავალი ორდენითა და 12 მედლით.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 17-18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისსის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: