The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვუკოლ ბერიძე

ვუკოლ ბერიძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1883
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1963  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1912 წელს.

1922–1932წწ. ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს. 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), ნიადაგთმცოდნეობის (1950) და სხვ. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან, "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს. რუსთველოლოგი. პროფესორი (1932).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405; cyc.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია (ჯგუფთან ერთად, გარდაცვალების შემდეგ)
    ტექნიკური ტერმინოლოგია : ქართ. და რუს. ნაწილი / ვ. ბერიძის, რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით .-თბილისი : საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1960. - 459გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: