The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო ბექიშვილი

თედო ბექიშვილი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1941
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1992  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ნაღვარევი, დუშეთის რაიონი, საკუთარი სახლის ეზო
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ნაღვარევი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს.

მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში", "წიგნის სახლში", გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" პოეზიის განყოფილების გამგედ. 1982 წლიდან ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორის მოადგილედ. პირველი ლექსები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოცემა "პირველ სხივში". ლექსების გარდა, ლიტერატურულ პრესაში მუდმივად აქვეყნებდა სტატიებს. თარგმნიდა უცხოურ პოეზიას; გამოცემული აქვს შემდეგი კრებულები: "დილიდან დაღამებამდის" (1991), "მძიმე წელიწადი" (1990), "გაზაფხულიდან შემოდგომამდე" (1988). მისი ლექსები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ ენაზე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.64

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: