The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბილანიშვილი

გიორგი ბილანიშვილი
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1969  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლა 1935 წელს; 1937 წელს თბილისის, 1939 წელს კიევის სამხედრო სასწავლებელები ლეიტენანტის წოდებით.

1939–1940წწ. იყო სსრკ–ფინეთის ომის მონაწილე; 1941–1945წწ. სსრკ–გერმანია ომის დროს მონაწილეობდა  დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში,  ბელიცეს, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, როსტოვის, კურსკის ბრძოლებში, ჩრდილოეთ კავკასიის დაცვაში და სხვ. ომის შემდეგ თბილისში  მუშაობდა სახალხო კომისრად. პოლკოვნიკი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.434

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი (დნეპრის გადალახვისას სარდლობის საბრძოლო დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: