The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ბიჭაშვილი

მამუკა ბიჭაშვილი
დაბადების თარიღი:1956  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვაცხუთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1982 წელს; 1985 წელს - ასპირანტურა თეორიული ფილოსოფიის განხრით.

მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ანალიტიკური (ლინგვისტური) და პოლიტიკური ფილოსოფია. იგი ავტორია მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიცისტური წერილისა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამეტყველო მოქმედების ანალიტიკური თეორია", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.36; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.545; სემიოტიკა: semioticsjournal.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: