The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ბოჭორიშვილი

თინათინ ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:1959  (65 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს.

1982-1985წწ. გაიარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურა და მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც დაიცვა 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 35 წლის განმავლობაში ასწავლიდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიურ აკადემიაში, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში: პოლიტოლოგიის ინსტიტუტში (მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი) და ფილოსოფიის ინსტიტუტში (მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი). გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია და 40-დე სამეცნიერო სტატია საქართველოსა და უცხოეთში; იყო საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ ქართველოლოგიის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (რუსთაველის) ფონდის დირექტორი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებში კურსდამთავრებულთა კოორდინატორად; ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის შესწავლის ცენტრის საზაფხულო სკოლის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად; მსოფლიო ბანკის პროექტის ექსპერტად; ამერიკის განათლების განვითარების აკადემიის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგადი განათლებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის ექსპერტად; მუშაობდა საერთაშორისო მკვლევართა ვუდრო ვილსონის ცენტრში (Woodrow Wilson Center for International Scholars) აშშ, ვაშინგტონში, როგორც მკვლევარი; ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდა ამერიკის ტელევიზიით - საქართველოს გეოპოლიტიკა; იყო მიწვეული კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრში; ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. ფ. კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში; ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინსის და ამერიკულ უნივერსიტეტებში; არაერთი გამოსვლა ჰქონდა ამერიკის ხმის ეთერით საქართველოს გეოპოლიტიკაზე, ნავთობსადენის პერსექტივებზე და ა.შ. რამდენჯერმე მიწვეული იყო და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუები ჰქონდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, მშვიდობის ინსტიტუტში, მსოფლიო ბანკში; მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ საერთაშორისო კონფერენციის, სემინარისა და კონგრესის მუშაობაში, მათგან 32-ზე იყო მომხსენებელი. დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მოწვევით ორი თვე საჯარო ლექციების კურსი წაიკითხა ლონდონსა და მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში და სტაჟირება გაიარა საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრში; 1998 წელს მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის მშვიდობის კვლევის ასოციაცია", რომლის პრეზიდენტი იყო ასოციაციის დახურვამდე. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე გრანტი მოიპოვა საფრანგეთის/შვეიცარიის ორგანიზაციისაგან "შარლ ლეოპოლდ მეიერის ფონდი კაცობრიობის პროგრესისათვის". არის ამერიკული სამეცნიერო ჟურნალის "მსოფლიო მშვიდობის" საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი, ხოლო 3 წლის მანძილზე იყო რედაქტორის მოადგილე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - "ევრაზიული კვლევანი'. მიღებული აქვს ჯილდოები და გრანტები. ფილოსოფიის მეციერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადოქტორი დისერტაციის თემა - "სიცოცხლის საზრისი, როგორც ტრანსცენდენცია", დაიცვა 1997 წელს. 
წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.38-39; საქართველოს უნივერსიტეტი: ug.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "მშვიდობის ეროვნული ფონდი" (აშშ), წევრი
  • მერილენდის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია "ქალები საერთაშორისო უსაფრთხოებაში" (აშშ), წევრი
  • პროფესორთა მსოფლიო მშვიდობის აკადემია (აშშ), წევრი
  • საერთაშორისო ორგანიზაცია "დიალოგი კაცობრიობის პროგრესისათვის" (საფრანგეთი/შვეიცარია), წევრი
  • ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" (აშშ), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: