The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ბოხუა

ნოდარ ბოხუა
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 1995  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1982 წლიდან იყო თბილისში სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი, 1988–1990წწ. სსრკ–არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნიერო–პრაქტიკული და სასწავლო ცენტრის "ანგიოს" გენერალური დირექტორი. ქირურგ–ანგიოლოგი. მიღებული აქვს იტალიის გულ–სისხლძარღვთა ასოციაციის ოქროს მედალი, სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476;  წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.204-234

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982-)
  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1994 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

გააზიარე: