The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბრეგაძე

გრიგოლ ბრეგაძე
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1911  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის უმაღლესი კომუნისტური სასწავლებელი 1937 წელს.

1932 წლიდან იყო ტყიბულის რაიონის მუშათა და გლეხთა საკონტროლო კომისიის ინსპექტორი; 1936 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში; მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მსახურობდა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის  63–ე საარტილერიო პოლკში; 1946–1948წწ. იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს თბილისის კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1949–1953წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების სექტორის გამგე და ჟურნალ "აგიტატორის ბლოკნოტის " რედაქტორი; 1945–1959წწ. წლებში თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის მარქსიზმ–ლენინიზმის კათედრის გამგე; 1959–1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1967–1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქეს 200-ზე მეტი მეცნიერული შრომა, მათ შორის 18 მონოგრაფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1969). დაჯილდოებულია 16 მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.479; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 19-20

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • "წითელი ვარსკელავის" ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: