The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბუაჩიძე

თამაზ ბუაჩიძე
სხვა სახელი:თაზო
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2001  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1953 წელს. 

1954-1958წწ. მუშაობდა გაზეთ "მოლოდოი სტალნეცის" ლიტ. მუშაკად; 1958 წელს განყოფილების გამგედ; 1958-1961წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტია. 1961-1966წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1966-1967წწ. სწავლული მდივანი; 1967 წლიდან დირექტორის მოადგილე. ავტორია წიგნებისა: "ჭეშმარიტების ობიექტურობის შესახებ"(1964), "ჰეგელი და ფილოსოფიის არსების პრობლემა"(1976), "ჰეგელი ფილოსოფიის შესახებ"(1981), "თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან"(1986), "სიცოცხლის ფილოსოფია"(1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭეშმარიტების ობიექტურობის შესახებ", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიის სათავეებთან", დაიცვა 1997.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-1997. -გვ.45; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.111

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: