The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბურთიკაშვილი

ალექსანდრე ბურთიკაშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 1965  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში; მოსკოვიდან დაბრუნებული მიიწვიეს რეჟისორად და მსახიობად მუშათა ცენტრალურ კლუბში, შემდეგ საგარეჯოს თეატრში, სადაც მან 9 წელი იღვაწა; თბილისში დაბრუნებული თანამშრომლობდა ცნობილ ქართველ მსახიობებთან და ქმნიდა სცენურ სახეებს; ალექსანდრე ბურთიკაშივილი იყო ქართული ხელოვნების მატიანე და კრიტიკოსიც; მას ეკუთვნის ნაშრომი ნატო გაბუნიაზე; ამას მოჰყვა მონოგრაფიები - "შალვა დადიანი", "ალექსანდრე იმედაშვილი", "გიორგი არადელი - იშხნელი", "ალ. ყაზბეგი სცენაზე", "თეატრალური პორტრეტები", "ცეკვის ჯადოქარი"(ვახტანგ ჭაბუკიანი), "რაინდი უშიშარი და გულმართალი"(ვალერიან გუნია); სიცოცხლის უკანასკელ წლებში გამოაქვეყნა მოგონებები "დღენი ჩემი ცხოვრებისა"; თეატრალური კრიტიკოსი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.91

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: