The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახო ბუღაძე

ვახო ბუღაძე
დაბადების თარიღი:1964  (60 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1991 წელს.

მისი ნამუშევრების გამოფენები აქტიურად ეწყობა საქართველოსა და ევროპაში. გამოფენები: თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა (თბილისი, საქართველო, 2001-2002), "ერთი დღე" (გამოფენა არტ სტუდიოში, თბილისი, საქართველო, 2004), Club Cumberto (თბილისი, საქართველო, 2008), Baia Gallery (თბილისი, საქართველო, 2009), "შეხვედრა ფიროსმანთან II" (თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველო, 2010), La Strada (Gala Gallery, თბილისი, საქართველო, 2010), მინოტავრი (Baia Gallery, თბილისი, საქართველო, 2010), Art Café (თბილისი, საქართველო, 2010), "კენტავრის სიყვარული" (ახალი გალერეა, თბილისი, საქართველო, 2011), "სტელას ბაღი" (Baia Gallery, თბილისი, საქართველო, 2011), "სხეულის თავისუფლება" (Baia Gallery, თბილისი, საქართველო, 2012), "Walking Bread Square" (Gala Gallery, თბილისი, საქართველო, 2012), "Asprovalta" (Gala Gallery, თბილისი, საქართველო, 2013), "Down Up" (საქართველოს კულტურის დღეები, Kalnas Gallery, ვილნიუსი, ლიტვა, 2013), "Victoria" (თბილისის იპოდრომი, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო, 2013), "გზაჯვარედინებზე 2: თანამედროვე ხელოვნება სტამბულიდან ქაბულამდე" (სოტბი, ლონდონი, 2014), "გარეუბანი" (დ. შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო, 2015), გამოფენა სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi"-ს მიწისქვეშა ავტოსადგომზე (თბილისი, საქართველო, 2015), თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო არტ ბაზრობა "ArtVilnius XVI" (ვილნიუსი, ლიტვა, 2016), "ერთი, ორი" (თბილისის სახელომწიფო ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, საქართველო, 2017), "თბილისის არტ ბაზრობა Tbilisi Art Fair – TAF" (თბილისი, საქართველო, 2018), "კავკასიური ორანჟერეა" (Baia Gallery, თბილისი, საქართველო, 2022). ძირითადად მუშაობს აბსტრაქციის ფორმატში. მხატვრის ძირითადი მოტივებია ადამიანები და სახლები, რაც ქალაქური პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 154-155; გალერეა "ვანდა": vandaart.galleryarchive.propaganda.network


გააზიარე: