The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართბელოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი; თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო).

მუშობდა სტუდია "აუდიენციაში"; ტელეკომპანიებში" რუსთავი-2", "I არხი"; რადიო "უცნობის", "I რადიოს" გადაცემების ავტორი და წამყვანი; არის ავტორი წიგნებისა: "ყუთი" (პიესების და მოთხრობების კრებული, 1999წ.), "საუკუნის მკვლელობა" (2000), "მესამე სართული" (2003), "ბოლო ზარი" (2004), "25 პ.პ." (2005); პიესებისა: "ოთარი", "ის სკამი და ეს საწოლი", "ბალიში", "დოქტორი ფრანკენშტეინი" (თანაავტორი დ. საყვარელიძე, 1999), "ნუგზარი და მეფისტოფელი", "თეატრი", "აღშფოთებული ტატიანა" და სხვა; რომანების : "ბოლო ზარი" (2004), "ოქროს ხანა" (2006), "კარიკატურისტი" (2008), "ლიტერატურული ექსპრესი" (2009), "LUCRECIA515" (2013). მისი პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები რუსთაველის თეატრსა და თეატრალურ სარდაფში. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია ქართულ, რუსულ, სომხურ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ ენებზე. გაიმართა მისი გრაფიკული ნამუშევრების ორი პერსონალური გამოფენა თბილისსა (1994) და ბაზელში (1995). მიღებული აქვს: გაბროვოს (ბულგარეთი) კარიკატურისტთა ფესტივალის პრემია (1989); ლიტერატურული პრემია "წინანდალი" წლის საუკეთესო პიესისათვის "ოთარი" (1999); საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრემია პიესისათვის "ნუგზარი და მეფისტოფელი" (2004); წიგნის მაღაზიათა ქსელ "პარნასის" პრემია "წლის ბესტსელერი" რომანისათვის "ბოლო ზარი" (2005); წიგნის მაღაზიათა ქსელ "პარნასის" პრემია "წლის ბესტსელერი" რომანისათვის "ოქროს ხანა"(2007); რუსული სახელოვნებო პრემია "ტრიუმფი" დრამატურგიაში (2007); ბრიტანული რადიო BBC-ის პრემია რადიოპიესისათვის "როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს" (2007); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის "თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობის" მეორე პრემია (მოთხრობისათვის "საშინაო დავალება: როსტომ-ხანი", 2010); თეატრალური პრემია "დურუჯი" 2011 წელს სცენაზე განხორციელებული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისათვის ("ნაფტალინი"); BBC-ს რადიოპიესების კონკურსის 2011 წლის გამარჯვებული (პირველი პრემია) პიესისათვის "ნავიგატორი" (ინგლ. თარგმანი მაია ყიასაშვილი).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ. 93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო რომანის ავტორი
    პატარა ქვეყანა : რომანი /ლაშა ბუღაძე.-თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017.-500გვ.
  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    ნავიგატორი : რადიოპიესა /ლაშა ბუღაძე.-თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011.-128გვ.
  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    ნაფტალინი : პიესა ; როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს : რადიოპიესა /ლაშა ბუღაძე.-თბილისი:წიგნის სახელოსნო, 2008.- 198გვ.
  • 2007 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
    ვიდრე მთავარ გმირს ეძინა : პიესები/ლაშა ბუღაძე.– თბილისი: სიესტა, 2006.– 314გვ.
  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    "ნუგზარი და მეფისტოფელი"

ბიბლიოგრაფია

  • ბოლო ზარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 160გვ.. - ISBN: 99940-30-35-3
  • მესამე სართული : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2003. - 135გვ.
  • პოლიტიკური პიესა (ავტორი). - თბილისი, საგამომცემლო ცენტრი, 2002. - 37გვ.
  • საუკუნის მკვლელობა : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ - ბა, 2000. - 115გვ.. - ISBN: 99928-52-54-2
  • ყუთი : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 342გვ.. - ISBN: 99928-52-13-5

გააზიარე: