The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ გაბესკირია

ვიქტორ გაბესკირია
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1903
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 1964  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი,თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1927 წელს.

მისი პირველი ლექსები 1922 წელს გამოქვეყნდა გაზეთ "ბახტრიონში"; ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. 1922 წელს იყო ფოთის გაზეთ "პონტოსის", 1924 წელს ბათუმის ჟურნალ "ისპირის" რედაქტორი; ვ. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში(1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949 წლის კრებულის ძირითადი თემაა მეორე მსოფლიო ომი. "ერთტომეულში" (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები "ქეთევან წამებული", "შემთხვევა პიონერთა ბანაკში", "ნონია მესხი" და თარგმანები (ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ა. მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა). ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა მისი პიესები "ლაქაშებს შორის"(1929), "მათი ამბავი"(1938), "მარტოხელა" (1948-1949), "უფსკრულთან" (1953-1954), "გურიის მთები დაუთოვია"(1958), "შრიალებენ ვერხვები" (1960) და სხვ. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების: "წითელარმიელის", "ფუხარას", "მუშის" და "კომუნისტის რედაქციებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის დრამატული სექციის ხელმძღვანელი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520; ქართველი პოეტები: ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ., 2021.- გვ. 73

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: