The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გაბიძაშვილი

ოთარ გაბიძაშვილი
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2003  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1956–1960წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1979 წლებში და 1994 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე; 1979–1994წწ. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში: გერმანია, ქ. გისენი (1990) და სლოვაკია, ქ. ბრნო (1998). ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), პროფესორი (1986).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.521; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: