The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯული გაბოძე

ჯული გაბოძე
ოფიციალური სახელი:ჯულიეტა გაბოძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით 1981 წელს.   

1979 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლაბორანტად, მეცნიერ-თანმშრომლად, უფროს მეცნიერ-თანაშრომლად; 1983 წელს მუაშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენ კომისიაში ლაბორანტად; არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მუშაობს კლასიკოსთა თხზულებების აკადემიური გამოცემების მომზადებაზე. აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი და პასუხისმგებელი მდივანი, ტექსტოლოგიური ეტიუდების სარედაქციო კოლეგიის წევრი; არის შემდგენელი ილია ჭავჭავაძის აკადემიური ოცტომეულის ორი ტომის (XIII და XVII), აკაკი წერეთლის აკადემიური ოცტომეულის ხუთი ტომის (II,IV,XIII, XIV, XVIII), ალ. ორბელიანის აკადემიური ოთხტომეულის ორი ტომის (II და IV) შემდგენელი და თანაშემდგენელი; არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი; ქართული ტექსტოლოგიის სახელმძღანელოს თანავტორი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი XIX და XX სს. ქართული ლიტერატურის საკითხებზე; მუშაობს ქართული ემიგრაციის საკითხებზე; არის ინიციატორი საფრანგეთიდან ქართველი ემიგრანტის ვახტანგ ღამბაშიძის ავტოგრაფული ხელნაწერებიანი ალბომის დაბრუნებისა. ალბომს 2017 წელს მიენიჭა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი; "ვახტანგ ღამბაშიძის ალბომი" - ფოტოტიპური გამოცემა კომენტარებითა და სამენოვანი ნარკვევით, გამოიცა წიგნად 2019 წელს; იკვლევს 1832 წლის ქართველი შეთქმულების კავშირებს საფრანგეთთან; არის აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების მუდმივმოქმედი გამოფენის კონცეფციის და ტექსტების ავტორი; 2007 წელს მიენიჭა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიგელი ილია ჭავჭავაძის აკადემიური კრებულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის; 2006-2011წწ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების "მეცნიერება მომავლისათვის" ორგანიზატორი და ლექტორი; 2010-2011წწ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოთა ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი; საქართველოს განათლების ხარისხის უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. ფილოლოგის დოქტორი, ტექსტოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "აკაკი წერეთლის თხზულებათა გამოცემები", დაიცვა 2001 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერთა და პედაგოგთა ასოციაცია, დამფუძნებელი (2005-2006)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: