The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უჩა გაბუნია

დაბადების თარიღი:30 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2011  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების გამგე, 1977 წლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის პროფესორი. ხელმძღვანელობდა სიმსივნეების მორფოგენეზისა და ციტოქიმიის პრობლემების შესწავლას, იკვლევდა კანცეროგენეზის უჯრედშიგა მექანიზმებს სხვადასხვა ორგანოში, კიბოს აღმოცენების ადრეულ და დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას. პრაქტიკაში დანერგა ბიოფსიური მასალის ელექტრონულ–მიკროსკოპული რადიოავტოგრაფიული კვლევის მეთოდი. პათოლოგანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი (1966).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი და მისი კავშირი ორგანიზმის შიდა გარემოსთან", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძუძუს კიბოს და კიბოსწინარე კერების მორფოლოგია და ჰისტოქიმია",  დაიცვა 1963 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.525; ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.53;  წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1986 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: