The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგეშა გაგნიძე

ნუგეშა გაგნიძე
დაბადების თარიღი:1966  (58 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა: ისტორია-უცხო ენა).

არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; მისი კვლევის სფეროებია: გერმანული განმანათლებლობა, ნიცშესა და მე-20 საუკუნის გერმანელი ავტორების შემოქმედება. ნუგეშა გაგნიძე არის ორი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, ლექსების ერთი კრებულისა და 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ინგებორგ ბახმანის, იოზეფ ვაინჰებერისა, პაულ ცელანის, გიუნტერ გრასისა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებები.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.76

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: