The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაგოშიძე

გიორგი გაგოშიძე
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1979 წელს; 1999 წელს - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, დაუსწრებელი განყოფილების მეღვინეობის ტექნოლოგიის სპეციალობა; 2003 წელს - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, დაუსწრებელი განყოფილების მაგისტრატურის სრული კურსი სპეციალობით - "ფინანსები და საბანკო საქმე"; 1979-1983წწ. -  საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურის დაუსწრებელი განყოფილება (სპეციალობა - "ტყეთმცოდნეობა და მეტყევეობა").

1979-1989წწ. - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დენდროლოგიისა და მეტყევეობის კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, კათედრის პედაგოგი; 1987-1995წწ. - სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში; 1989-1993წწ. - დენდროლოგიისა და მეტყევეობის კათედრის ასისტენტი; 1993-2006წწ. - ბუნების დაცვისა და მეტყევეობის კათედრის დოცენტი; 1995-1996წწ. - სატყეო სამეურნეო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დარგში; 1996-2006წწ. - სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანი; 1998 წელს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით - პროფესორი; 2006-2007წწ. - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის (2005 წელს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად ფორმირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი) მეტყევეობა-ლანდშაფტის დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი; 2006-2012წწ. - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (2008 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი), მეტყევეობა-ლანდშაფტის დაგეგმარების დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2007-2010წწ. - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (შემდგომში საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი) რექტორის მოადგილე; 2008 წელს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველი (რექტორის მოადგილის თანამდებობის პარალელურად); 2010-2011წწ. - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2011 წელს - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2011-2012წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი; 2012-2013წწ. - გაერთიანება "საქართველოს ნერგების“ კონსულტატი (ძირითად სამსახურთან ერთად); 2012-2014წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული სრული პროფესორი; 2014-2018წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი და სენატის წევრი; 2015-2016წწ. - საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის აკადემიის, ჟ. შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სადოქტორო სკოლის კოორდინატორი; 2017-2019წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი; 2018-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი. 

1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, (ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალობა "ტყეთმცოდნეობა, მეტყევეობა"); 2006 წელს - სადოქტორო დისერტაცია (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობა "ტყეთმცოდნეობა და მეტყევეობა") 2019 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, სატყეო მიმართულების ეროვნული კოორდინატორი, სატყეო ექსპერტი, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის  ექსპერტი.

2000 წელს მისი მონაწილეობით (საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, აკადემიკოს გ. ჯაფარიძესთან და გარემოს დაცვის მინისტრთან  ნ. ჩხობაძესთან ერთად), დაარსდა სპეციალობა - "სატყეო ეკოლოგია", 2015 წელს - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - "სიცოცხლის ხე/დრევო ჟიცია" (საქართველო/პოლონეთი). არის 70-ზე მეტი მაღალრეიტინგული, მათგან 40-დე საერთაშორისო კონფერენციის კოორდინატორი, ორგანიზატორი, თავმჯდომარე და მონაწილე; 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის, სახელმძღვანელოს ("დენდროლოგია-შიშველთესლოვანები", თანაავტორები - გ. გიგაური, ა. ციცვიძე, "მცენარეთა დაცვა", თანაავტორები - მ. ლობჟანიძე, მ. ბერუაშვილი), დამხმარე სახელმძღვანელოს, კანონპროექტის , რეკომენდაციის (რიგი მათგანისა  აკად. გ. ჯაფარიძესთან თანაავტორობით, წარედგინა საქართველოს ხელისუფლებას) ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებული და დამოწმებულია როგორც ქვეყნის, ისე უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო კრებულებსა და ნაშრომებში, ავტორია ასევე რიგი საგაზეთო სტატიებისა და სალექციო კურსების. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით მომზადებული და აკრედიტებულია  მომქმედი - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები, დაცულია სადიპლომო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები, არის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების შემფასებელი და ოპონენტი, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების და სხვადასხვა რანგის სამეცნიერო ნაშრომების-რედაქტორი და რეცენზენტი, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რიგი სახელმწიფო  უმაღლესი სასწავლების საარჩევნო, სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, ქალაქის მერიასთან და ქვეყნის პარლამენტთან არსებული კომისიების წევრი, დოკუმენტის - "საქართველოში სატყეო მეურნეობის გავითარების პროექტი"- ს ფარგლებში (მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი 2003წ.) სატყეო საგანმანათლებლო დოკუმენტის ავტორი და ა.შ. მეცნიერი, თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (1998), სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი და ხელმძღვანელი, სატყეო დარგის ექსპერტი, სატყეო დარგის ეროვნული კოორდინატორი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი და გამგეობის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კახეთის კავკასიონის წაბლნარების ბიოეკოლოგიური თავისებურებანი და მათი პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებები", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს წაბლნარების ბიოლოგიურ-ეკოლოგიური თავისებურებები და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები", დაიცვა 2006 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2019-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2017 წლის პრემია "საუკეთესო ნაშრომისათვის"
    სახელმძღვანელოსთვის "მცენარეთა დაცვა"
  • საერთაშორისო ჯილდო - "პოლონელი მეტყევის’’ საპატიო მედალი და დაშნა - "კორდელასი"
  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: