The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გავაშელი

ლევან გავაშელი
დაბადების თარიღი:1956  (68 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღები, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს.

მუშაობა დაიწყო სამთო მექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად; 1981 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკაა არაწრფივი მექანიკა. მის შრომებში საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებას არაწრფივ მექანიკაში, კერძოდ, განაწილებულ პარამეტრებიანი არაწრფივი მექანიკური სისტემების შემთხვევითი პროცესების კვლევას; ინტენსიურად მუშაობს თერმას დიდი თეორემის საკითხზე. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის "შრომის დიდების" ნიშანი (1997). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.194

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტთან ასოცირებული ეკოლოგიისა და სიცოცხლისუნარიანობის უსაფრთხოების მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი, საქართველოს განყოფილების ხემძღვანელი (2002-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - არჩილ ძიძიგურის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: