The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გალუსტოვი

სხვა სახელი:სუფლიორი კოლა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1865
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1900  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის კათოლიკეთა საეკლესიო სკოლაში.

მუშაობდა მადერის ასოთჩამომსხმელ ქარხანაში. 1882 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოკარნახე (სუფლიორი). მან თავისი მოღვაწეობით ქართულ სცენას და დამწყებ მსახიობებს დიდი ამაგი დასდო. ხანდახან გამოდიოდა სცენაზეც, თამაშობდა სახასიათო როლებს-ვაჭრებს, კინტოებს და სხვ. ზაფხულობით სცენისმოყვარულთა დასთან ერთად საქართველოს სოფლებში მართავდა წარმოდგენებს. დაწერა პიესა "არკადიას სადილი"- სცენები ვაჭართა ცხოვრებიდან, 3 მოქმედებად, რომლის წარმოდგენამაც თბილისის ქარვასლის ნოქრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, სპექტაკლი რამდენჯერმე დაიდგა, გალექსა ნ. იტრიევმა. ნიკოლოზ გალუსტოვმა ქართულად გადმოაკეთა 15-მდე კომედია, ვოდევილი და ფარსი: "ავტორი თეატრში არ გახლავთ", "ორი სილა ანუ ცოლ-ქმრობის ყვავილები", "ბოშა ქალი ზანდა", ალ. კრილოვის "დათვმა დააქორწინა", "დუელი", "ომი ინგლისელებისა ბურებთან", "რეგვენი საქმეს წაახდენს-ფათერაკს დააბრალებსო!", როვეტის "უპატიოსნონი არ იბადებიან", "საშინელი შურისძიება", "ქლიავი", "ყვავები", "შიშს დიდი თვალები აქვს", "ჩენი თეატრის დედა-ბოძნი", "ხაფანგი" და სხვ. ქართველი კათოლიკე, მოკარნახე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.482

ბიბლიოგრაფია

  • არკადოს სადილი : სცენები ჩვენი ვაჭრების ცხოვრებიდან სამს სურათად (ავტორი). - თბილისი, ძმ. თავართქილაძეების სტ., 1903. - 32გვ.

გააზიარე: