The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა გამყრელიძე

გელა გამყრელიძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგია-ისტორიის მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე მუზეუმის არქეოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. ჟურნალ "იბერია-კოლხეთის" მთავარი რედაქტორი, პროფესორი. 1997-2006წწ. მუშაობდა ანტიკური პერიოდის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1969 წლიდან მონაწილეობდა ვანის ნაქალაქარის, სოფ. მთისძირის, ფოთის, ბიჭვინთის ნაქალაქარის, ქუთაისის, ვალეს, თეთრიწყაროს  და სხვა არქ. ექსპედიციებში. 1997-2001წწ. აშშ-ს ტექსასის შტატის უნივერსიტეტთან ერთობრივი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს ზღვისპირეთში. იკვლევს ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია-არქეოლოგიას. კერძოდ, არქეოლოგიური ძეგლების სტატისტიკურ-ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას; ურთიერთობებს ანტიკურ და ირანულ სამყაროსთან; ძველი საქართველოს ისტორიაზე ბიოგეოგარემოს გავლენას; სამხედრო ისტორიას (შეიარაღებას, ფორტიფიკაციას, სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას). გამოქვეყნებული აქვს 102  ნაშრომი, მათ შორის 16 წიგნი. მისი სამეცნიერო ნაშრომები დაბეჭდილია უცხოეთშიც. იხ. https://georgiannationalmuseum.academia.edu/GelaGamkrelidze და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" - http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2003

1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1993 წელს სადოქტორო დისერტაცია და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა. დისერტაციის თემა – "კოლხეთის ისტორია–ტოპოარქეოლოგიის საკითხები (ძვ.წ.V- ახ.წ.V სს.)".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: