The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა გაფრინდაშვილი

ლელა გაფრინდაშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1967  (56 წლის)
კატეგორია:სოციოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1997 წლიდან ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის", რომელიც ორიენტირებულია საქართველოში გენდერული, ქალთა და ფემინისტური კვლევების, გენდერული განათლების ხელშეწყობაზე. კითხულობს საბაკალავრო და სამაგისტრო  კურსებს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დისერტაციის თემა - "ქართული კულტურის გენდერული პარადიგმები ინტერდისციპლინური და ონტერტემპორალური პერსპექტივები" (2006).

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.108

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: