შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბერკი გაჩეჩილაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1947 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. უმთავრესად იკვლევდა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს. მას ეკუთვნის მონოგრაფია "აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება", (ბოლო გამოცემა. 1966), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან" (I-II, 1957-1963), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" (1952), ნარკვევები ქართულ-რუსულ და უკრაინულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობიდან. შეკრიბა და გამოსცა ქართული ხალხური პროზის ნიმუშები (კრებული "ქართული ზეპირსიტყვიერება", 1966). ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1963). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.23 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |