The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბერკი გაჩეჩილაძე

ამბერკი გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1985  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს. 

1947 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1940-1955წწ. ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიისა და ლიტერატურის თეორიის კურსს, პარალელურად ლექციებს კითხულობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. უმთავრესად იკვლევდა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს. მას ეკუთვნის მონოგრაფია "აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება", (ბოლო გამოცემა. 1966), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან" (I-II, 1957-1963), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" (1952), ნარკვევები ქართულ-რუსულ და უკრაინულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობიდან. შეკრიბა და გამოსცა ქართული ხალხური პროზის ნიმუშები (კრებული "ქართული ზეპირსიტყვიერება", 1966). ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1963). 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეცხრამეტე საუკუნის ქართული დრამატურგია", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.23; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.250; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: