The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა გახარია

ლაშა გახარია
ოფიციალური სახელი:გახარია დაზმირ
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1947
გარდაცვ. თარიღი:2004  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ მუხური, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

დაიბადა რეპრესირებულთა ოჯახში; ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა 1966 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთ "ნაპერწკალში", "ახალგაზრდა კომუნისტში"; იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომინისტისა" და "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი, განყოფილების გამგე, პრეზიდენტის მრჩეველი; 70-90-იან წლების ქართულ პრესაში ეკავა სხვადასხვა პრესტიჟული თანამდებობა; ლექსების პირველი კრებული კი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 2003 წელს გამოსცა - "მუზის პაუზა", მომდევნო კრებული პოეტის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა -  "99 და ერთი"; დაწესდა მისი სახელობის დღესასწაული მის მშობლიურ სოფელში და მის სახლში პოეტის მუზეუმი გაიხსნა; გარდაცვალების შემდგომ კიდევ გამოვიდა ახალი კრებული - "პოეტი მაინც... ერთი ლექსია"; მან 35 წელი შეალია ქართულ პრესას და ყველაზე ახალგაზრდას 35 წლისას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება; სიცოცხლის ბოლო პერიოდი ნაყოფიერი გამოდგა პოეტის შემოქმედებაში; პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა მისი მეგრული ლექსების კრებული "ირიათონი" (2005), "100 ლექსი" (2006), "ჭარაშიგეშა" (2013). მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ "ოქროს ფრთის" პრემია გარდაცვალების შემდგომ. მის სახელს ატარებს მუხურის ასწლოვანი საშუალო სკოლა.

წყარო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტთა ბლოგი: "სტუდინფოკსუ": studinfociu.home.blog

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლადო ასათიანის სახელობის პრემია
  • გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
  • ტერენტი გრანელის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: