The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ გახოკიძე

რამაზ გახოკიძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1974 წწ.იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის დირექტორი; 1970-1974 წწ. ამავე უნივერსიტეტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1974-1984 წწ. კათედრის დოცენტი, 1985-1990 წწ. პროფესორი; 1993-2005 წწ. შეთავსებით მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის გამგედ; 1999 წელს საერთაერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ (ინგლისი, კემბრიჯი) შეყვანილია "XX საუკუნის გამოჩენილ ადამიანთა" სიაში; 2000, 2001, 2002 და 2009 წლებში ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დასახელებულია "წლის ადამიანად'"; 2001 წელს ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ  შეყვანილია "დიდ მოაზროვნეთა" სიაში. მირებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პირველი ხარისხის პრემია (1985), საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია (1990), მშვიდობის საერთაშორისო პრემია (2002), მედიცინის დარგში მიღწევებისთვის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მიანიჭა ჰიპოკრატეს ჯილდო (2009). 

სადისერტაციო თემა - "ოქსიკარბონულ ნაერთთა, მათ წარმოებულთა ჟანგვა-აღდგენით დისპროპორციონილების რეაქციები".

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ეკოლოგიური კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიები, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1970-1992 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "ნახშირწყლების ჟანგვა-აღდგენითი გარდაქმნები"
  • 1987 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: