The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო გეგელაშვილი

დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1987  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის ზონა.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.

1948-1956 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. ერთდროულად იყო საქართველოს სამედიცინო გამომცემლობის რედაქტორ-კონსულტანტი, ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" პასუხისმგებელი მდივანი (1957-1961), პირველი ქართული სამედიცინო გაზეთის "სახალხო ჯანმრთელობის" დაარსების ორგანიზატორი და რედაქტორი (1967-1969). მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  სწავლულ მდივნად, ნეიროჰისტოფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში (1958-1987). ერთდროულად იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე (1973-1985), 1987 წელს ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. ქსე-ს მედიცინის რედაქციის სექციის თავმჯდომარე. იგი იკვლევდა ნევროლოგიის, ნეიროციტოქიმიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, ნევროლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.570

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: