The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე გეგენავა

დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1986  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული განყოფილება 1921 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა საქართველოში ზოოტექნიკური მეცნიერების განვითარებას და მეცხოველეობისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას; აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში; წლების განმავლობაში იყო ზოოტექნიკური ფაკულტეტის დეკანი და მეძროხეობის კათედრის გამგე; თარგმნილი აქვს პროფ. ე. არზუმანიანის "მეძროხეობის" წიგნი. ზოოტექნიკოსი.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.180

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: