The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ გვალია

ტარიელ გვალია
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი 2001 წელს. 

1984-1987წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1987-1989წწ. იყო მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1994წწ. იბერიაბანკის სავალუტო განყოფილების უფროსი; 1995 წლიდან ის იყო თბილუნივერსალბანკის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მის საქართველოს ბანკთან შერწყმამდე (ქვეყნის უდიდესი ბანკი, დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, FTSE 250). შერწყმის შემდგომ, 2004-2006წწ. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2008-2010წწ.  ბელარუსის სახალხო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოში დააფუძნა რამდენიმე წამყვანი კომპანია, როგორებიცაა: GCG აუდიტი, Galt & Taggart და საქართველოს სალიზინგო კომპანია. გარდა ამისა, ის არის აფხაზი სტუდენტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრი; აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეკონომიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გეოგრაფიული ფაქტორის როლი ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში", დაიცვა 1988 წელს. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.113; დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ვებ გვერდი: id.org.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: