The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გვარამაძე

კონსტანტინე გვარამაძე
სხვა სახელი:ვინმე მესხი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1943  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:რაბათი, ახალციხე
კატეგორია:ეთნოლოგი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

კონსტანტინე გვარამაძე კრებდა და აქვეყნებდა მესხეთ–ჯავახეთის, გურიის ფოლკლორულ–ეთნოგრაფიულ მასალებს. აქტიურად მონაწილეობდა ქართულ პერიოდიკაში. სოფელ ხიზაბავრაში ჩაიწერა ხალხური "ვეფხისტყაოსანი". ეკუთვნის ფოლკლორული და ეთნოგრაფიული გამოკვლევები, წერილები ფოლკლორული მასალის შეკრება–შეგროვებაზე და სხვ. ივანე გვარამაძე-მესხის შვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.577

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: