The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ გვეტაძე

ვასილ გვეტაძე
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 2016  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1942 წელს.

1984 წლიდან იყო ჟურნალ "დროშის" ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე; მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1937 წელს; პირველი წიგნი "პირველი სიმღერა" (1956); ავტორია ლექსებისა: "განთიადის შემდეგ" (1957), "ქარავანი მიდის" (1959), "ყაყაჩოები არაგვისპირის" (1974), "სიმღერა გატეხილ ყამირზე" (1986) და სხვ. ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა, პოემებისა, მოთხრობებისა ესეებისა. 1988 წელს გამოვიდა მისი რჩეული ლექსების კრებული: "მე ჩემს ზამთრამდე ასე მოვედი" 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.610; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.246

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    პრესის ორგანოებში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი ჟურნალისტური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: