The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გიგინეიშვილი

ივანე გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1909
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1982  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

მოღვაწეობდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში: პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში -კითხულობდა ქართული ენის კურსს, აგრეთვე სპეციალურ კურსს "ვეფხისტყაოსნის ენა"; 1950–1966წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1951–1982წწ. "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1973–1982წწ. ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1966 წლიდან უძღვებოდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილების სამეცნიერო და პრაქტიკულ მუშაობას; ერთ–ერთმა პირველმა, ჩაუყარა საფუძველი ჩვენში ლინგვოსტილისტიკას; შეიმუშავა უცხო პირთა სახელების ქართულად გადმოცემის მეცნიერული პრინციპები; შეისწავლა ქართული ენის დიალექტები; ეწეოდა ფართო ლექსიკოგრაფიულ მუშაობას; გამოსცა ქართული ლიტერატურის ძეგლთა ლექსიკონები: "რუსუდანიანი" (1957), "დავითიანი" (1955, 1980), ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონი (1968); 1950–1964წწ. მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" მომზადებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1979.-გვ.152

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, წევრი, მდივანი (1946-1953)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია, წევრი, მდივანი
  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია, წევრი, მდივანი (-1982)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: