The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გივიშვილი

დავით გივიშვილი
სხვა სახელი:რიჟა-ოღლანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1850
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1916  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე-პავლეს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

წერა-კითხვა დედამ ასწავლა. მამამ პატარა დავითი, სასწავლებლის ნაცვლად, შეგირდად ბაზაზ შახნაზაროვს მიაბარა; შემდეგ იყო მებაჟედ, შემდეგ მოხელედ დანიშნეს ქალაქის სასაკლაოში. ამის შემდეგ "ბაზარნიკის" თანამდებობას ასრულებდა და ამ ადგილს შერჩა 25 წელიწადი; უკანასკნელ დროს ავლაბარში გახსნა პატარა ფარდული, სადაც წმინდა სანთლებსა და თავის ნაწერებს ჰყიდდა. იგი იყო ძველი თბილისის ქალაქურ-აშუღური პოეზიის წარმომადგენელი. XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ "დროებაში"; პირველი წიგნი "ბაზარი" 1975 წელს დაბეჭდა; სულ გამოცემული აქვს 37 საშუალო და და მცირე ზომის კრებული. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში; მისი "მითხარ, მითხარ"(ნოტებზე გადაიღო ია კარგარეთელმა, მოთავსებულია იოსებ გრიშაშვილის "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში", თბ., 1928, გვ.227) მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. სახალხო მგოსანი (აშუღი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.616; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.595; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.89

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: