The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე გობეჯიშვილი

გერმანე გობეჯიშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1911
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1973  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღები, ონის რაიონი.

1945 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1960-1973წწ. იყო ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე; 1936-1965წწ. მისი ხელმძღვანელობით გათხარეს და შეისწავლეს ზემო რაჭის არქეოლოგიური ძეგლები; 1945-1948წწ. ცხინვალში გათხარა სამოსახლო–საკულტო ძეგლი ნაცარგორა; 1956-1971წწ. არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა თეთრწყაროში; მის მიერ გამოვლენილ არქეოლოგიურ გათხრებს დიდი მნიშვნელობა აქვს მტკვარ–არაქსის კულტურის გენეზისისა და კავკასიის ისტორიის მონაკვეთის კვლევისათვის; ბედენზე ჩატარებულმა გათხრებმა ახლებურად დასვა ე.წ. თრიალეთის კულტურის წარმოშობა-გავრცელების საკითხი. არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ., 2012. – გვ.54; elibrary.sou.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: