The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევტიხი გობრონიძე

ევტიხი გობრონიძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1988  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გაღმა დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

1944-1968წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის  ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1968-1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე; 1978-1988წწ. ამავე კათედრის კონსულტანტი; სწავლობდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზსს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: