The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გოგატიშვილი

მიხეილ გოგატიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი 1990 წელს; 2000 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოიპოვა სამართლის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.
1988-1992 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1991-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1998წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეთოდისტ-მასწავლებელი; 1998-2003წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლოგიკის, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის მასწავლებელი; 1999-2003წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ფილოსოფიის მასწავლებელი; 1999-2001წ. კავკასიის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი; 1999-2003წწ. ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი, ლოგიკის, ფილოსოფიის და იურიდიული ფსიქოლოგიის მასწავლებელი; 2002 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში და მანჩესტერის უნივერსიტეტში ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ეგიდით; 2001-2006წწ. იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2015 წლიდან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი; ჟურნალის - The Copernicus journal of political studies. Dom wydawnictwo Adam Marszalek - სარედაქციო საბჭოს წევრი; რელიგიურ საქმეთა სააგენტოსთან არსებული კვლევითი ცენტრის კომისიის წევრი. არის 70-მდე ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია; 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი. ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ახალი საქართველოს უნივერსიტეტი: ngu.edu.ge; პეტრიწის პორტალი: petritsiportal.ge; ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი: gruni.edu.ge; ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: