The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლიმენტი გოგიავა

სხვა სახელი:გ. გ-ძე  (ფსევდონიმი)
კ. გიაძე  (ფსევდონიმი)
კ. ლ.  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1979  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა ფოთის საშუალო სასწავლებელი 1929 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მუშაობდა " საქკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ მხატვრულ ნაწილში, რკინიგზის "სემაფორის" რედაქტორად, მოსკოვის გაზეთ "საქკინმრეწვის" რედაქტორად, 1935-1939წწ. იყო გაზეთ "კომუნისტისა" და "ბოლშევიკის" თანამშრომელი. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მხატვრულ ნარკვევებს მეთევზეთა, სამამულო ომის გმირების, მთამსვლელთა და სხვ. ცხოვრებიდან, აგრეთვე ლიტერატურის თეორიისა და კრიტიკის საკითხების შესახებ წერილებს (1934 წლიდან იბეჭდებოდა "მნათობში", "ბოლშევიკში", "კომუნისტში", "ლიტერატურა და ხელოვნებასა" და სხვ.). ავტორია პიესისა "რა აცხოვრებს ადამიანს?", რომელშიც ნაჩვენებია სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობა, ახალი ოჯახის განმტკიცებისათვის ბრძოლა, ახალგაზრდების შრომა (პიესა დაიდგა ჭიათურის თეატრში 1948 წლის დასაწყისში) და სცენარისა "ფერმა იორის ნაპირებზე" (მეცხოველეების ცხოვრებიდან).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.629; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.420-424

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1943-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: